სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები რადიკალური ოპოზიციის ინტერესებს ემსახურება
სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები რადიკალური ოპოზიციის ინტერესებს ემსახურება. მმართველი გუნდის შეფასებით, საქართველო ევროკავშირის სხვადასხვა კრიტერიუმით მოწინავეა ქვეყანაა. შეფასებები გაკეთდა მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ ლიდერების სამიტის შედეგები გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია საქართველოზეც. აღნიშნულია, რომ ევროკავშირის საბჭო იმეორებს თავის შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი. დოკუმენტში საუბარია ძალადობის ფაქტების გამოძიებაზე.
