რომში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - „ბაკურიანი - 2025“-ის - „მშვიდობის ცეცხლის“ ანთების საზეიმო ცერემონია გაიმართა
რომში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - „ბაკურიანი - 2025“-ის - „მშვიდობის ცეცხლის“ ანთების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა შალვა გოგოლაძე. მან ისაუბრა „ბაკურიანი - 2025“-ის ორგანიზებაში საქართველოს მთავრობის ხელშეწყობის შესახებ და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა მზადაა ფესტივალს მაღალ დონეზე უმასპინძლოს.