დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილი დაფინანსების კანონპროექტი, რომელსაც ე.წ შათდაუნი უნდა აეცილებინა, ჩავარდა
შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში, დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილი დაფინანსების კანონპროექტი, რომელსაც ქვეყნისთვის მთავრობის მუშაობის დახურვა - ე.წ შათდაუნი უნდა აეცილებინა, ჩავარდა. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 174-მა კონგრესმენმა, წინააღმდეგ იყო- 235, მათ შორის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებიც არიან. ამერიკული მედია წერს, რომ ეს შესაძლოა, ტრამპსა და რესპუბლიკურ პარტიას შორის გარკვეულ უთანხმოებაზე მიუთითებდეს.
