საპრეზიდენტო არჩევნები რუმინეთში
„კიდევ უფრო გაფართოვდა პოლიტიკური არეულობა, რომელიც მას შემდეგ შეიქმნა ევროკავშირის ქვეყანაში, რაც უზენაესმა სასამართლომ გააუქმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები.“- ამის შესახებ „ასოშეითედ პრესი“ წერს. „საპარლამენტო არჩევნები მოჰყვა საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელშიც ულტრამემარჯვენე, კალინ ჯორჯესკუმ, პირველ ტურში გაიმარჯვა. მისმა მოულოდნელმა წარმატებამ ევროკავშირისა და NATO-ს წევრი ქვეყანა ქაოსში ჩააგდო, რადგან გაჩნდა ბრალდებები საარჩევნო დარღვევებისა და რუსეთის ჩარევის შესახებ“,- წერს „ასოშეითედ პრესი“. 8 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ცოტა ხნით ადრე, საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა. პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა, რომელსაც მეორე ვადა ამ თვეში ეწურებოდა, თქვა, რომ განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ახალი თარიღი დაინიშნება მას შემდეგ, რაც ახალი მთავრობა დაიკავებს თანამდებობას.
