უკრაინის სახელმწიფო რეესტრზე რუსი ჰაკერების მასშტაბური კიბერთავდასხმა მოხდა
უკრაინის სახელმწიფო რეესტრზე რუსი ჰაკერების მასშტაბური კიბერთავდასხმა მოხდა. ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, უკრაინის იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ დროებით შეჩერდა იუსტიციის სამინისტროს საკვანძო სისტემის მუშაობა. კიბერთავდასხმის შეახებ ცნობა თავად ჰაკერებმაც გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ თავდასხმის შედეგად, განადგურებულია ყველა ის მონაცემი, რაზეც წვდომა შეძლეს. მათ შორის დოკუმენტების სარეზერვო ასლები, რომლებიც პოლონეთის სერვერებზე ინახებოდა. უკრაინის იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ დოკუმენტების აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
