აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეებისთვის გარდაბნის, წყალტუბოსა და სენაკის მუნიციპალიტეტებში სასათბურე მეურნეობები მოეწყო
აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით, აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეებისთვის გარდაბნის, წყალტუბოსა და სენაკის მუნიციპალიტეტებში სასათბურე მეურნეობები მოეწყო. პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. სასათბურე მეურნეობები, ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს მიზნობრივი პროგრამის - „სასოფლო-სამეურნეო და ენდემური კულტურების წარმოების მხარდაჭერის“ ფარგლებში მოეწყო და მისი მიზანია აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობა და განვითარება.
