ევროპული საბჭო ლიდერების სამიტის შედეგებს აქვეყნებს
ევროპული საბჭო ლიდერების სამიტის შედეგებს აქვეყნებს. პირველი დღის შემაჯამებელი დოკუმენტის სათაურია - „ევროკავშირი მსოფლიოში, მდგრადობა, მზადყოფნა, კრიზისების პრევენცია და რეაგირება, მიგრაცია და სხვა საკითხები“, დოკუმენტში საუბარია საქართველოზეც. აღნიშნულია, რომ ევროკავშირის საბჭო იმეორებს თავის შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი. დოკუმენტში საუბარია ძალადობის ფაქტების გამოძიებაზე.
