ამ წუთებში ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ხვდება
ამ წუთებში ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ხვდება. ეს არის ალენ ბერსეს და ირაკლი კობახიძის რიგით მეორე შეხვედრა. რამდენიმე საათში დაგეგმილია ალენ ბერსეს პრესკონფერენცია. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მედიის კითხვებს, 13:00 საათზე უპასუხებს. მანამდე იყო ოპოზიციური სპექტრის უკმაყოფილება, იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. მმართველი გუნდის წარმომადგენლების თქმით კი, ვიზიტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს საქართველოსადმი ევროპის დამოკიდებულებას და ურყევი თანამშრომლობის გაგრძელებას.
