„სხვისი შვილები“ როტერდამის ფესტივალზე
როტერდამის კინოფესტივალზე თენგიზ აბულაძის კინოკლასიკის, „სხვისი შვილების“ აღდგენილი ვერსიის მსოფლიო პრემიერა გაიმართება. კინოფესტივალი 30 იანვრიდან 9 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება. ქართული კინოშედევრის ჩვენება ერთ-ერთი სექციის ფარგლებში მოეწყობა.
სიუჟეტის ავტორი: შორენა კოპალეიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
