სამიტი ბრიუსელში
ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. დისკუსიის საგანი იქნება საქართველოც. შეხვედრის დაწყებამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა აღნიშნა, რომ სანქციებთან დაკავშირებით მუშაობის გაგრძელებაა საჭირო, ბელგიის პრემიერმა კი საქართველოში „ბევრი უცხოური გავლენის“ არსებობაზე ისაუბრა.
