სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 21 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. ეს მონაცემი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6,6%-ით მეტია. საქსტატის ცნობით, ექსპორტი გაიზარდა 7,9%-ით, ხოლო იმპორტის ზრდამ 6,1% შეადგინა. უწყების ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69,2% შეადგინა.
