მაღალმთიან აჭარაში საავტომობილო გზებზე მეწყრული პროცესების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
მაღალმთიან აჭარაში საავტომობილო გზებზე მეწყრული პროცესების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ხულოს, შუახევისა, ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეცტექნიკით იწმინდება საავტომობილო გზების დამეწყრილი მონაკვეთები. ასევე აქტიურად მიმდინარეობს მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა.
