ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს. ხელისუფლების შემდეგ ალენ ბერსე ოპოზიციას შეხვდა. ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნის საქართველოში ჩამოსვლით და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრით უკმაყოფილოა ოპოზიციის ნაწილი. მასთან შეხვედრაზე უარი თქვეს კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერებმა. მმართველი გუნდის შეფასებით, ოპოზიცია სასოწარკვეთილია და მათი ერთადერთი მიზანი ქვეყნისთვის ზიანის მიყენებაა.
