დღეს ნიკოლოზობაა - ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში წირვა ჩატარდა
დღეს ნიკოლოზობაა. ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში წირვა ჩატარდა. პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო მღვდელმთავრებთან ერთად ღვთისმსახურებას სამების საკათედრო ტაძარში უძღვებოდა. წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მიიჩნევა. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავს – 19 დეკემბერს და 22 მაისს.
