ამერიკის არჩეული პრეზიდენტი რესპუბლიკელ კონგრესმენებს მოუწოდებს, უარი თქვან მთავრობის ორპარტიული საბიუჯეტო კანონის ამჟამინდელი რედაქციით დამტკიცებაზე
ამერიკის არჩეული პრეზიდენტი რესპუბლიკელ კონგრესმენებს მოუწოდებს, უარი თქვან მთავრობის ორპარტიული საბიუჯეტო კანონის ამჟამინდელი რედაქციით დამტკიცებაზე. სახარჯო ბიუჯეტი, რომელიც ამერიკის მთავრობის ფუნქციონირებას მომავალი წლის მარტამდე დააფინანსებს, ასობით მილიარდ დოლარს მოიცავს. დონალდ ტრამპი და მისი თანაგუნდელები, ვივეკ რამას ვამი და ილონ მასკი კანონპროექტს მწვავედ აკრიტიკებენ. აცხადებენ, რომ იგი მეტისმეტად მოცულობითია და შეიცავს მუხლებს არამიზნობრივი ხარჯების შესახებ. ბიუჯეტის კანონპროექტშია არა მხოლოდ სამთავრობო სააგენტოების დაფინანსებისთვის საჭირო ხარჯები, არამედ 100 მილიარდი დოლარი ბუნებრივი კატასტროფით დაზარალებულთა დასახმარებლად, 10 მილიარდი დოლარი ფერმერთა დახმარებისთვის, ხოლო დამატებითი დებულებები მოიცავს კანონმდებელთა ხელფასების მომატებასაც. მთავრობის ბიუჯეტი კონგრესმა მიმდინარე კვირაში უნდა დაამტკიცოს.
