ბათუმის საქალაქო სასამართლომ აფთიაქებიდან ფსიქოტროპული პრეპარატების უნებართვოდ რეალიზაციის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ოთხი ფიზიკური პირი და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო
ბათუმის საქალაქო სასამართლომ აფთიაქებიდან ფსიქოტროპული პრეპარატების უნებართვოდ რეალიზაციის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ოთხი ფიზიკური პირი და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო. სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა აფთიაქიდან ფსიქოტროპული პრეპარატების უკანონოდ რეალიზაციით მილიონ ლარზე მეტი ოდენობის უკანონო შემოსავალი მიიღეს. პროკურატურის ინფორმაციით, უკანონო თანხებით ქონება შეიძინეს, რომელიც სხვადასხვა პირზე გააფორმეს, რითაც მისი წარმოშობის წყარო შენიღბეს, თუმცა თავად ფლობდნენ და განაგებდნენ აღნიშნულ ქონებას. ორ ფიზიკურ პირს სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით, ხოლო ორს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
