სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 21 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 21 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. ეს მონაცემი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6 მთელი 6 მეათედი პროცენტით მეტია. საქსტატის ცნობით, ექსპორტი გაიზარდა 7 მთელი 9 მეათედი პროცენტით, ხოლო იმპორტის ზრდამ 6 მთელი ერთი მეათედი პროცენტი შეადგინა. უწყების ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69 მთელი ორი მეათედი პროცენტი შეადგინა.
