მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში სკანდალური ჩანაწერი იმის დასტურია, რომ ხელისუფლების ოპონენტებსა და მათ მოკავშირეებს საერთო ინტერესი აქვთ
მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში სკანდალური ჩანაწერი, რომელიც მკვლელობასა და მსხვერპლს უკავშირდება, მმართველი გუნდისთვის იმის დასტურია, რომ ხელისუფლების ოპონენტებსა და მათ მოკავშირეებს საერთო ინტერესი აქვთ - არეულობა და დაპირისპირება. უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მსგავსი სცენარის განვითარებას ქართველი ხალხი და სახელმწიფო არ დაუშვებენ.
