დიდთოვლობის გამო შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ლენტეხის მუნიციპალიტეტში გაწმენდითი სამუშაო მიმდინარეობს
დიდთოვლობის გამო შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ლენტეხის მუნიციპალიტეტში გაწმენდითი სამუშაო მიმდინარეობს. დილიდან განახლდა მძიმე ტექნიკის მუშაობა რამდენიმე სოფელში, სადაც რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო, გუშინ სრულად ვერ მოხერხდა შიდა გზების გახსნა. ამ დროისთვის გაწმენდილია სოფლების რაოდენობის დაახლოებით 90%. რაც შეეხება ელექტროენერგიას, მუნიციპალიტეტის 60 სოფლიდან, მხოლოდ, ექვსს არ მიეწოდება. ელექტროენერგიის მიწოდება ლენტეხის მუნიციპალიტეტში დღის ბოლომდე სრულად აღდგება.
