საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდა. ელჩმა მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის კავშირები ინტენსიურად ვითარდება. განიხილეს მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების საკითხი. ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას.
