დღეს ნიკოლოზობაა - ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში წირვა ტარდება.
დღეს ნიკოლოზობაა. ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში წირვა ტარდება. პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო მღვდელმთავრებთან ერთად ღვთისმსახურებას სამების საკათედრო ტაძარში გაუძღვება. წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მიიჩნევა. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავს – 19 დეკემბერს და 22 მაისს.
