საფრანგეთი რუსეთს სოციალურ ქსელებში კრემლის პროპაგანდის გავრცელებასა და ინფლუენსერების მოსყიდვაში ადანაშაულებს
საფრანგეთი რუსეთს სოციალურ ქსელებში კრემლის პროპაგანდის გავრცელებასა და ინფლუენსერების მოსყიდვაში ადანაშაულებს. საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ნოელ ბაროს მტკიცებით, არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომ რუსეთი ევროპის ქვეყნებში ინფლუენსერებზე მანიპულირებას ცდილობს. მანამდე გამოცემა „ლე მონდმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კრემლი ორი ათასამდე პოპულარულ ევროპელ ბლოგერს დაუკავშირდა და რუსული პროპაგანდის გავრცელება შესთავაზა, რაზეც 20-მდე ადამიანისგან, მათ შორის, საფრანგეთის 9 მოქალაქისგან თანხმობა მიიღო.
