უკრაინას ნატოში გასაწევრიანებლად არ მიიწვევენ
უკრაინას ნატოში გასაწევრიანებლად არ მიიწვევენ. ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. რობერტ ფიცოს თქმით, რუსეთი არ გაიყვანს თავის ჯარებს ოკუპირებული ყირიმიდან ან უკრაინის სხვა ნაწილებიდან. „უკრაინა დაკარგავს თავისი ტერიტორიის მესამედს და იქ იქნება უცხოური სამხედრო ძალები“, - აღნიშნა რობერტ ფიცომ. სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ რუსეთმა საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვია, უკრაინაში რუსეთის შეჭრისთვის წინაპირობის შექმნაში კი დასავლეთი დაადანაშაულა.
