ტრამპის მიერ უკრაინის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად დასახელებული კიტ კელოგი აცხადებს, რომ რუსი გენერლის, იგორ კირილოვის ლიკვიდაცია ჭკვიანური საქციელი არ იყო
ტრამპის მიერ უკრაინის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად დასახელებული კიტ კელოგი აცხადებს, რომ რუსი გენერლის, იგორ კირილოვის ლიკვიდაცია ჭკვიანური საქციელი არ იყო. „ფოქს ბიზნესთან“ ინტერვიუში კელოგმა აღნიშნა, რომ სამხედრო მაღალჩინოსნების მკვლელობები ომის წესებს ცვლის. რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტ იგორ კირილოვი მოსკოვში 2 დღის წინ ააფეთქეს.
