უკრაინის პრეზიდენტი ბრიუსელში ევროპელ პარტნიორებთან მოსალაპარაკებლად ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ბრიუსელში ევროპელ პარტნიორებთან მოსალაპარაკებლად ჩავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს და ნატოს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს. იგეგმება შეხვედრები გერმანიის, იტალიის, დანიის, ნიდერლანდების, პოლონეთის, ჩეხეთის ლიდერებსა და მთავრობის მეთაურებთან; ასევე, ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან. ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს ევროპული საბჭოს სხდომაშიც.
