საქართველოს მოქალაქეთა პეტიციას, რომლის მთავარი მოთხოვნაა, რომ ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში განიხილავენ
საქართველოს მოქალაქეთა პეტიციას, რომლის მთავარი მოთხოვნაა, რომ ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში განიხილავენ. კომიტეტი პეტიციაზე მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობას შეისწავლის. პეტიციის ავტორები ევროკავშირს მიმართავენ და მოუწოდებენ, გახსნან მოლაპარაკების ფანჯარა.
