ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. მანამდე ალენ ბერსეს ვიზიტს ნიკა გვარამია კრიტიკული განცხადებით გამოეხმაურა. კოალიცია „ახლის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში მათთვის სასურველ დღის წესრიგს აცდენილი ვიზიტები დაუშვებელია. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ნებისმიერი ქვეყნის სასარგებლოდ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯი, რადიკალური ოპოზიციის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
