ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი გრძელდება
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი გრძელდება. დღეს შეხვედრები გაიმართება ოპოზიციისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებთან. ვიზიტის პირველ დღეს ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა შეხვედრა გამართა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. მხარეებმა ევროსაბჭოსა და საქართველოს თანამშრომლობაზე, საპარლამენტო არჩევნებზე, ოპოზიციის საპარლამენტო ბოიკოტსა და საპროტესტო აქციებზე ისაუბრეს. განიხილეს ხელისუფლების 28 ნოემბრის გადაწყვეტილება. დაგეგმილია ალენ ბერსეს შეხვედრა არჩეულ პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან.
