ბრიუსელის ორმაგი სტანდარტი
პოლონელი ევროპარლამენტარი ევროკავშირს სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევაში, ორმაგ სტანდარტში, დემოკრატიის სიძულვილსა და განსხვავებული აზრის დევნაში ადანაშაულებს. ევროპის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას, ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის დეპუტატმა, პატრიკ ჯაკიმ განაცხადა, რომ რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატს კალინ ჯორჯესკუს, ბრიუსელი მხოლოდ პირადი ანტიპათიების გამო ედავება და არჩევნების გაუქმებას უსაფუძვლოდ ითხოვს.
