დიალოგის შეთავაზება
ხელისუფლების მხრიდან დიალოგის შეთავაზება ძალაშია. განცხადება პრემიერ-მინისტრმა გააკეთა, თუმცა ირაკლი კობახიძე იქვე განმარტავს, რომ დიალოგი უნდა შედგეს არა მოძალადეებთან, არამედ გულწრფელ ადამიანებთან. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს ადამიანები ვერ ახერხებენ ამ შეთავაზებაზე დადებითი პასუხის გაცემას, მიზეზი კი, მათ მიმართ წარმოებული ბულინგია.
