პირველი არხის განცხადება
ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ევროკავშირის წევრი სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებები არ საჯაროვდება საზოგადოებრივი ტელევიზიით , საზოგადოებრივი მაუწყებლის დისკრედიტაციის მცდელობად და დეზინფორმაციად აფასებს საქართველოს პირველი არხი. არხის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ მიერ გამოქვეყნდა სამივე ქვეყნის – რუმინეთის, იტალიის და ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების განცხადებები, რომლებიც ასევე გაშუქდა საინფორმაციო გამოშვებაში. პირველი არხი სთხოვს პრეზიდენტს , შექმნილ დაძაბულ ვითარებაში შეწყვიტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზანმიმართული დაზიანების მცდელობა.
