მკვლელობასა და მსხვერპლზე აქცენტი მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში
მკვლელობასა და მსხვერპლზე აქცენტი მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში. სასწაულია რომ ჯერ არავინ მოუკლავთ - ეს სკანდალური ჩანაწერი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების დროს, მმართველი გუნდისთვის მორიგი დასტურია იმისა, რომ ქაოსი, არეულობა და დაპირისპირება, ხელისუფლების ოპონენტებისა და მათი მოკავშირეების ერთადერთი და რეალური ინტერესია. თუმცა პრემიერ მინისტრის თქმით, მაკკეინის ინსტიტუტის“ ოცნებებს ახდენა არ უწერია“. თბილისში, პოსტ საარჩევნო მისიით ჩამოსული მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენლობამ ანგარიშის ფორმატით განცხადება გაავრცელა , რომლის ერთ-ერთი ხელმომწერი ენდიაის ყოფილი ხელმძღვანელი ლორა თორნტონია .
