ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარე
ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეც. შალვა პაპუაშვილმა ალენ ბერსეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პროცესი და შედეგები გააცნო. შეხვედრაზე ისაუბრეს მიმდინარე საპროტესტო აქციებზე. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, მიმდინარე მოვლენების ადეკვატურად შეფასების მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციის ჩართულობის მნიშვნელობაზე, როგორც დემოკრატიული პროცესის განუყოფელ ნაწილზე
