უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე, შალვა თადუმაძე, გეგმავს სანქცირების გამო, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს
უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე, შალვა თადუმაძე, გეგმავს სანქცირების გამო, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს. თადუმაძემ საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილი მისწერა,საერთაშორისო სამართლით დადგენილი წესის თანახმად, საგარეო უწყებამ მოიწვიოს ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი და უზრუნველყოს ამ შეხვედრაზე მისი დასწრება, რათა ოფიციალური პირისგან მიიღოს განმარტება, თუ რის საფუძველზე გადაწყვიტა ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მისი მოხსენიება დასანქცირებულთა სიაში, როგორც "ქართველი პოლიტიკოსის".
