ბენიამინ ნეთანიაჰუ სირიის ტერიტორიაზე ბუფერულ ზონაში გადავიდა
ბენიამინ ნეთანიაჰუ სირიის ტერიტორიაზე ბუფერულ ზონაში გადავიდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ვიდეომიმართვა, სირიის მხარეს, ისრაელის მიერ კონტროლირებადი გოლანის მაღლობიდან დაახლოებით 10 მეტრში ჩაწერა. დასავლური მედიის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ისრაელის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, სირიის ტერიტორიაზე ასე ღრმად შევიდა. ვიდეო მიმართვის დროს ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელის სამხედრო ძალები სირიის საზღვარზე მდებარე ბუფერულ ზონაში დარჩებიან, ვიდრე ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რაიმე შეთანხმება არ იქნება მიღწეული. ისრაელი სამხედრო ძალები სირიის მხარეს ბუფერულ ზონაში ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ გადავიდნენ
