სირიის ახალ ხელისუფლებას თურქეთთან სტრატეგიული ურთიერთობის დამყარება სურს
სირიის ახალ ხელისუფლებას თურქეთთან სტრატეგიული ურთიერთობის დამყარება სურს. ამის შესახებ ამბოხებულთა ლიდერმა, მუჰამედ ალ ჯულანმა თურქულ გამოცემასთან ინტერვიუს დროს ისაუბრა. ალ ჯულანმა ოფიციალურ ანკარასთან ურთიერთობის ძირითადი პრიორიტეტები გაახმიანა. მან აღნიშნა, რომ სირიის ახალი სახელმწიფოს შექმნის პროცესში, თურქეთს კომერციული თუ ეკონომიკური კუთხით მრავალი შესაძლებლობა გააჩნია. ამბოხებულების ლიდერი იმედოვნებს, რომ სირიასა და თურქეთს შორის ამ კუთხით თანამშრომლობა შედგება
