მოსკოვში რუსი გენერლის იგორ კირილოვის აფეთქების ბრალდებით უზბეკეთის მოქალაქე დააკავეს
რუსეთში გენერალ ლეიტენანტის იგორ კირილოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, დაკავებული უზბეკეთის მოქალაქეა, რომელმაც დაკითხვისას აღიარა, რომ ის უკრაინის სპეცსამსახურების დაკვეთით მოქმედებდა. რუსი სამართალდამცველების განცხადებით, ეჭვმიტანილმა განაცხადა, რომ დამკვეთები რუსეთის ბირთვული დაცვის ძალების ხელმძღვანელის მკვლელობისთვის, მას ასი ათასი დოლარის გადახდას და ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში საცხოვრებლად გადაყვანას დაჰპირდნენ. მან ასევე დაადასტურა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლითაც კირილოვის ლიკვიდაცია მოხდა, საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელთან მდგარ ელექტრო-სკუტერში იყო დამონტაჟებული და დისტანციურად იმართებოდა
