ორბელიანის მოედანი, დედაენის ბაღი და იუსტიციის სახლის ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორია - სამ ადგილას საახალწლო სოფელი, 21 დეკემბერს გაიხსნება
ორბელიანის მოედანი, დედაენის ბაღი და იუსტიციის სახლის ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორია - სამ ადგილას საახალწლო სოფელი, 21 დეკემბერს გაიხსნება. დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება. რაც შეეხება ინფორმაციას, თითქოს ორასმა კომპანიამ „საახალწლო სოფელში“ მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა, სიცრუე აღმოჩნდა. თბილისის მერის განცხადებით, მხოლოდ ცხრა კომპანიამ განაცხადა უარი
