ესტონეთის პრემიერ-მინისტრი: თუ „ნატოს” მშვიდობა სურს, უნდა მოემზადოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვითი ომისთვის, რომელიც შეიძლება დაიწყოს მომავალი 5-10 წლის განმავლობაში
თუ „ნატოს” მშვიდობა სურს, უნდა მოემზადოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვითი ომისთვის, რომელიც შეიძლება დაიწყოს მომავალი 5-10 წლის განმავლობაში. ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიხალმა განაცხადა. მისივე თქმით, ალიანსის წევრი ქვეყნები აპირებენ გაზარდონ თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 3 პროცენტამდე, რადგანაც რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების პრევენცია მხოლოდ თავდაცვის გაძლიერებით არის შესაძლებელი
