სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებით ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მერვე სხდომა გაიმართა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებით ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მერვე სხდომა გაიმართა. ღონისძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსი ბატიაშვილმა გახსნა და 2024 წელს საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობები და მიღწეული შედეგები შეაფასა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა უწყების 60-მდე წარმომადგენელმა. საბჭოს მომდევნო სხდომა 2025 წელს გაიმართება.
