„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი წერს რომ დიპლომატიურ პასპორტებზე უვიზო რეჟიმის შეზღუდვა სიმბოლურ ხასიათს ატარებს, რადგან დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს ჩვეულებრივი პასპორტებიც აქვთ
„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი წერს რომ დიპლომატიურ პასპორტებზე უვიზო რეჟიმის შეზღუდვა სიმბოლურ ხასიათს ატარებს, რადგან დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს ჩვეულებრივი პასპორტებიც აქვთ. რიკარდ იოზვიაკი გაფართოების ანგარიშის შესახებაც წერს და ამბობს რომ ტექსტი საქართველოს მიმართ მკაცრი არ არის და ეს უნგრეთისა და სლოვაკეთის დამსახურებაა. ამ ქვეყნების მხარდაჭერის შედეგად კი ნებისმიერი სანქციის დაწესება გამორიცხულია, თუმცა იოზვიაკი არ გამორიცხავს რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ესტონეთისა და ლიეტუვის მაგალითს მიბაძონ და ინდივიდუალური ზომები მიიღონ
