ევროპის საბჭოს გენერალური მდივანის ვიზიტი
ამ წუთებში პრემიერ-მინისტრი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ხვდება. ალენ ბერსე საქართველოში გამთენიისას ჩამოვიდა. აეროპორტში მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია დახვდა. ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარე, არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი. ალენ ბერსე ეწვევა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. ოფიციალური ვიზიტი 21 დეკემბერს დასრულდება
