დასავლეთის ორმაგი სტანდარტი
12-წლიანი პაუზის შემდეგ სირიაში დასავლეთის ქვეყნების დიპლომატიური მისიები ბრუნდებიან. ბაშარ ალ ასადის რეჟიმის დამხობიდან ერთ კვირაში დამასკოში საფრანგეთის საელჩოს შენობაზე ამ ქვეყნის სახელმწიფო დროშა ფრიალებს. ამერიკა, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი სირიის ახალ მმართველ ძალასთან კონტაქტებს ამყარებენ, დიალოგი დაიწყეს იმ დაჯგუფებასთან, რომელიც მათ ქვეყნებში აკრძალულია და ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ჰყავთ შეყვანილი.
სიუჟეტის ავტორი: თამარ გოცირიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
