ფულის გათეთრების ინდექსი
ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსით საქართველოს პოზიცია მსოფლიოში 11 ადგილით გაუმჯობესდა. მონაცემებს, რომელიც 164 ქვეყანას მოიცავს, ბაზელის მმართველობის ინსტიტუტი აქვეყნებს. დოკუმენტის მიხედვით, საქართველომ გაუსწრო დიდი შვიდეულის სამ ქვეყანას, ასევე ევროკავშირისა და NATO-ს წევრ 8 სახელმწიფოს. ანგარიში მსოფლიო ბანკის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის და სხვა საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციების თემატურ გამოკვლევებს ეყრდნობა.
სიუჟეტის ავტორი: ნინო ჩუბინიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
