გამოაშკარავებული ტყუილი
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ოპოზიციისა და მათი ტელევიზიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საჯარო მოსამსახურეებისთვის სახელმწიფო ენის ცოდნა სავალდებულო არ არის, ტყუილია. მამუკა მდინარაძის თქმით, თუ ოპოზიცია სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და მოადგილეებზე წუხს, მაშინ მიზეზი მისცეს, რომ უმრავლესობამ ახალი ინიციატივა დააყენოს, რომლის მიხედვითაც, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისთვის, მისი მოადგილისთვის და სხვა სახელშეკრულებო პირობებით აყვანილი თანამდებობის პირებისთვის ქართული ენის ცოდნა სავალდებულო იყოს.
