საქართველო-ჩინეთის პარტნიორობა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთის ელჩს შეხვდა. ჭოუ ციენმა მაკა ბოჭორიშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს. საუბარი შეეხო პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის, კულტურულ-ჰუმანიტარულ და ხალხთა შორის ურთიერთობების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალს. ელჩმა ჩინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ დაადასტურა.
