მართული მარშები
რევოლუციური სქემის ნაწილი - ვინც სხვადასხვა პროფესიის ადამიანთა მარშებს აწყობს, ხალხის რაოდენობის სიმცირეს პროფესიების რაოდენობით აკომპენსირებს. ასე აფასებს მმართველი გუნდი თბილისის ქუჩებში პროფესიების მიხედვით გამართულ თუ დაგეგმილ მსვლელობებს. მეტიც, „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ ასეთი მარშების უკან რადიკალური ოპოზიცია დგას და მაგალითად მოჰყავთ ადვოკატების სახელით გამართული აქცია, რომლის თანაორგანიზატორიც „ლელოს“ დამფუძნებლის, ბადრი ჯაფარიძის საქმეში ჩართული იურისტის ასოციაცია იყო.
სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
