ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსით საქართველოს პოზიცია მსოფლიოში 11 ადგილით გაუმჯობესდა
ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსით საქართველოს პოზიცია მსოფლიოში 11 ადგილით გაუმჯობესდა. 2024 წლის ფულის გათეთრების ინდექსს ბაზელის მმართველობის ინსტიტუტი აქვეყნებს. ინდექსი ფულის გათეთრების რისკს ზომავს მსოფლიოს 164 ქვეყანასა და ტერიტორიაზე. ფულის გათეთრების რისკისგან თავისუფლებით საქართველომ გაუსწრო დიდი შვიდეულის სამ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 8 სახელმწიფოს: ამერიკის შეერთებულ შტატებს, იაპონიას, იტალიას, კვიპროსს, მალტას, უნგრეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, თურქეთს, სინგაპურს. ანგარიში ეყრდნობა მსოფლიო ბანკის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის და სხვა საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციების თემატურ გამოკვლევებს.
