სად არის ფული, რომელიც ორგანიზაცია „სირცხვილიას“ აქტივისტმა რუსული ოკუპაციით დაზარალებული ბუჩის მოსახლეობისთვის შეაგროვა?
ერთ-ერთი კომპანია, რომელიც ქველმოქმედების მიზნით, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ აქტივისტ გიგა მაქარაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა და ომით დაზარალებული უკრაინელებისთვის სოლიდური თანხაც გამოყო, ინტერესდება, რისთვის დაიხარჯა მათი ფული. მაქარაშვილი კონკრეტულ კითხვებს არ პასუხობს. საკითხზე შეფასება გაკეთდა მმართველ გუნდში.
