მორიგი ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში უცხოური დონორების მხრიდან
მორიგი ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში უცხოური დონორების მხრიდან. „მედია პლატფორმა ჩაიხანა“ USAID-ის მისიის, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში ამზადებს მოკლე ვიდეოებს, რომლებიც მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხება. მათი მიზანია, აჩვენონ საზოგადოებას, რომ მიმდინარე მოვლენები ძალადობას არ შეიცავს. არსებული ინფორმაციით, USAID-ს არ სურს აღნიშნული ვიდეოების საკუთარ გვერდზე გამოქვეყნება, უარი თქვა „მედია პლატფორმა ჩაიხანამაც“, ამიტომ ვიდეოების განსათავსებლად ახალ პლატფორმას ეძებენ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სწორედ ამგვარი ჩარევების გამოსააშკარავებლად მიიღეს გამჭვირვალობის კანონი.
